სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვეწვიეთ „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოების დასათვალიერებლად და გაეცანით წარმოების პროცესს

„მარგებელი ჰოლდინგი“ ყველა დაინტერესებულ კომპანიასა და უმღლეს სასწავლებელს ჰოლდინგში შემავალი საწარმოების დასათვალიერებლად გიწვევთ. შესაძლებლობა გეძლევათ „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწროთ და „მარნეული აგროში“ მოსავლის აღებაში თავად მიიღოთ მონაწილეობა.

მოინახულებთ გარდაბანში „მარნეული აგროს“ მინდვრებს, სადაც ხდება ბოსტნეულისა და მარცვლელულის მოყვანა და მოსავლის აღება. „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ მარნეულში, სადაც ასევე დააგემოვნებთ სხვადასხვა სახის პროდუქციას; ეწვევით „თელეთის სანაშენე მეურნეობას“ თელეთში, რომელიც ყველაზე დიდ და თანამედროვე ფერმას წარმაოდგენს მთელ საქართველოში.

კომპანიის საქმიანობას და წარმოების პროცესს სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილი ტურ-მენეჯერები გაგაცნობენ. დასასრულს, ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, მასზედ რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო „მარგებელი ჰოლდინგის“ სოფლის მეურნეობის ტურში.

„მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები უკვე მოინახულა ათასობით დაინტერესებულმა ადამიანმა, მათ შორის სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქართულ ბაზარზე მოქმედმა ჰიპერმარკეტების თანამშრომლებმა, ექსპერტებმა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა.

თქვენც ჩაერთეთ სოფლის მეურნეობის ტურში!

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

შპს „მარნეულის აგრო“ მიწის უდიდესი მესაკუთრეა საქართველოში, რომელიც აწარმოებს სამეურნეო პროდუქციას ნერგებიდან მოსტნეულამდე. „მარნეული აგრო“ აწვდის ნედლეულს მარნეულის სასურსათო ქარხანას.

შპს „მარგებლი ფერმა“ საქართველოში პირველი თანამედროვე რძის ფერმაა. ფერმას 300-ზე მეტი ძროხა ჰყავს, აქედან 110 მეწველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100