სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინოც ჩაო, ბადრიც ჩაო, “ოქროც” ჩაო!..

(ფელეტონი)

“ნინკა კაკ კარტინკა, ს ფრაერომ გრებიოტ”…

როგორც მოსალოდნელი იყო, ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური ცომი საბოლოოდ ჩაუვარდა, ეტყობა, საფუარი ისეთივე იყო, როგორიც თავის დროზე მამამისის მიერ შემოტანილი ფქვილი. ყველაფერი სცადა ანზორის ასულმა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს წიწიბურაც გაუგზავნეს – ცომში გაურიეო, მაგრამ არაო, ეგ ინგრედიენტი ცომს ამიმყრალებსო, ისედაც ნაგავში ვარო (სირცხვილი დასუფთავების სამსახურს!) და ფეკალიები, თუნდაც პარიზული იყოს, არ მინდაო.

ანალიზს თუ გავაკეთებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ “სახალხო კრების” ხელმძღვანელობა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ჭარბად იყო დაკავებული ჯეკი ჩანის და კუნ-ფუზე ფილმების ყურებით. აბა სხვანაირად როგორ აიხსნება ამდენი “მთვრალი ოსტატის” (“პიანი მასტერ”) მობილიზება. ამ მოსაზრებას ის ვიდეოკადრებიც ამყარებს, სადაც ნათლად მოჩანს ბადრი ბიწაძის მთვრალი ოსტატობა, როცა ჟურნალისტს საქმეს ურჩევს. აქვე გეტყვით, რომ სანდო წყაროს ცნობით, ბიწაძე “მაიმუნის სკოლის” ილეთებსაც ფლობს. თუმცა, ამას სანდო წყარო რად უნდა, ისედაც ნათლად ჩანს.

საინტერესოა ისიც, რომ “კრებამ” საკუთარი დროშები სანტექნიკურ მილებს ჩამოაცვა და ეს არ იყო შემთხვევითი. “სახალხო კრების” შიდა კულუარებიდან მიღებული ინფორმაციით, ეს იყო რუსეთისთვის და რუსეთუმეებისთვის შეფარულად გაგზავნილი სამოკავშირეო მესიჯი, რომელიც ასე იშიფრება: სანტექნიკა-კანალიზაცია-ფეკალიები. ბუნებრივია, რომ მესიჯს მყისვე გამოეხმაურა ოქრუაშვილის პარტია და აქციაზე დესპანები გაგზავნა, თუმცა ბურჯანაძემ, როგორც ზემოთ ითქვა, ჩემი ნაგავიც მეყოფაო.

მოკლედ რომ ითქვას, კრება დარჩა მხიარული, ოქრო ფეკალწამხდარი, წიწიბურა დაობებული, სოზარი გამოსოზარებული. და ერასტი? რითმის მიხედვით მიხვდებით.

ბოლოს კი, როგორც 90-იან წლებში “რეაქტიული კლუბი” იტყოდა – “რასაცა გასცემ შენია, რას არა - მამაშენია”. გამგები გაიგებს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100