სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საუკეთესო ადამიანები

ბელგოროდის ოლქის ქალაქ გუბკინის ცენტრში, რამდენიმე ადგილას საინტერესო ფოტოპლაკატი გამოჩნდა. ფოტოსურათი ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო და ცნობილ რუს ბლოგერს, "დრუგოის" გაუგზავნა. როგორც ბლოგერი წერს, ფოტოპლაკატი მოსკოვში, 500 ეგზემპლარადაა დაბეჭდილი.

ფოტოპლაკატზე გამოსახული სამი ადამიანიდან ორის განთავსება ადგილობრივებს არ გაჰკვირვებიათ. სამაგიეროდ, გაკვირვებას სამში შუა ფოტოსურათი იწვევს. გუბკინელებს ჯერაც ვერ გაურკვევიათ, ვის რაში დასჭირდა, ამ სახით გაეპიარებინა ვორონეჟის გუბერნატორი, თანაც მეზობელ, ბელგოროდის ოლქში.

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ვორონეჟის გუბერნატორი ფოტოპლაკატისთვის საგანგებოდ შეირჩა და მისი მსგავსება ჰიტლერთან მინიშნებაა მედვედევსა და პუტინზე, რაც ამ ფოტოპლაკატს პრეზიდენტისა და პრემიერის წინააღმდეგ მიმართულად აქცევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100