სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა, ცოცხზე ხტომა და განქორწინების სხვა უცნაური რიტუალები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განქორწინების სხვადასხვა წესია გავრცელებული. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ.

უელსში მეთვრამეტე საუკუნემდე ქორწინების დარღვევა ჩვეულებრივი ცოცხის მეშვეობით ხდებოდა. განქორწინება შემოსასვლელ კართან დადებულ ცოცხზე გადახტომით დასტურდებოდა. წყვილიდან ერთ-ერთის გადახტომა ნიშნავდა განქორწინებას.

აფრიკის ერთ პატარა კუნძულზე მცხოვრებ ტომს ყველაზე მარტივი განქორწინების პროცედურა აქვთ, გაყრა შეუძლია მხოლოდ ქალს. არასასურველი ქრმისგან თავის დასაღწევად საკმარისია ცოლმა მისი პირადი ნივთები სახლიდან გამოყაროს ქორწინება დასრულებულად ითვლება.

საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 1956 წელს გაყრა მხოლოდ სახალხოდ ხდებოდა. ამ წესს ქადაგებდა ოჯახისა და ქორწინების კოდექტი. ამისათვის უნდა შეგეტანათ სასამართლოში განცხადება, გადაგეხადათ გადასახადი 100 რუბლის ოდენობით, გარდა ამისა აუცილებელი იყო ამ ფაქტის შესახებ გაზეთში განცხადების გამოქვეყნება.

სინგაპურსა და მალაიზიაში რელიგიურმა საზოგადოებამ გადაწყვიტა რომ გაყრისთვის საკმარისია SMS. მოკლეტექსტურ შეტყობინებას იურიდიული ძალა ეძლევა თუ ტექსტი ადრესატამდე სამჯერ გაიგზავნება.

ჩერნოგრს ძალიან საინტერესო ტრადიცია აქვს. მოწმეების თანდასწრებით ცოლ-ქმარი გადაჭრიან თოკს, გადაჭრის მომენტიდან მათი ქორწინება დასრულებულად ითვლება.

აფრიკის ერთ -ერთ ტომი ასევე სანტერესო გაყრის პროცედურით გამოირჩევა. ქორწინების დღეს წყვილი იკეთებს ნიღაბს რომელიც მთელ სახეს ფარავს ნიღაბი პარტნიორებმა ერთი წლის განმავლობაში მოუხსნელად უნდა ატარონ. წლის შესრულებისას თუ რომელიმა მათქანი ნიღაბს არ მოიხსნის ქორწინება ავტომატურად გაუქმებულად ითვლება.

ძველ რომში მამაკაცს უფლება ქონდა რამოდენიმე ქალზე ექორწინა, ხოლო ქალს სიცოცხლეში ერთხელ ეძლეოდა უფლება დაქორწინებულიყო. ქალის სურვილით განქორწინება გამორიცხული იყო ამ მამაკაცს მარტივად შეეძლო მიეღო ეს გადაწყვეტილება. თუ ქმარი ქალს გაეყრებოდა თავისი ხელით უნდა მოეკლა იგი.

იამას კუნძულზე განქორწინების უმარტივესი გზა ქონდათ, განქორწინების მსურველი პარტნიორი მნიშვნელობა არ ქონდა რა მიზეზით იყო გამოწვეული ეს სურვილი უნდა წასულიყო და 5 ხე დაერგო, სულ ეს იყო მთელი პროცედურა.

ინგლისში უძველეს დროში იყო ასეთი ტრადიცია განქორწინების შემთხვევაში ქმარს ცოლი უნდა გაეყიდა არანაკლებ ერთი შილინგისა. თუ იყიდდნენ ქორწინება დასრულებულად ითვლებოდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - განქორწინების მარტივი გზა აქვთ არჩეული ერთი SMS და ყველაფერი გადაწყვეტილია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით ტექსტში არ უნდა იყო არცერთი შეცდომა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100