სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ დააწყებინა ლოცვა და ეკლესიაში სიარული ჰიპებს, მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა

1967-68 წლებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვქადაგებდი ოქსფორდის ქუჩებში. ვჩერდებოდი რომელიმე ადგილას, იკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, მე კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვქადაგებდი სახარებას. შემდგომ ნახევარი საათის განმავლობაში პასუხს ვცემდი მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა – გაბურძგნული, გრძელი თმით. ჩაცმული თავისზე დიდი ზომის ტანსაცმელში და მეუბნება:

- “ რატომ არ დადიხართ თქვენ ჩვენს შეკრებებზე?“-

- „და რა შეკრებებზე?“ – ვკითხე მე.

- „აქ ჩვენ მთელი ჯგუფი ვართ ჰიპების, და თქვენ რატომ არ ხართ ჰიპი?“ ჩაცმული თითქოს არც არავინ იყოთ, უცნაურად კი გამოიყურებით, კისრის გარშემო ჯაჭვი გკიდიათ, ასეა ჰიპებშიც, ოღონდ ბებრებში“.

- „ მაშ თუ ასეა მაშინ აუცილებლად მოვალ თქვენს შეკრებაზე. როდის გაქვთ შემდეგი ?

- “დღეს საღამოს, მობრძანდით“.

საღამოს მე მართლაც მივედი მათ შეკრებაზე. დიდი ოთახი, ძირს მოფენილი ლეიბები, კედლებზე ანთებული სანთლები (განათებისათვის და სიგარეტისათვის). ცენტრში დგას ერთი ახალგაზრდა და კითხულობს თავის ლექსებს. მე გადავედი ერთერთ კუთხეში, მოვკალათდი ლეიბზე და მოსმენა დავიწყე. პირველმა რამაც გამაკვირვა იყო ის გარშემომყოფნი თუ როგორ უსმენდნენ ცენტრში მდგომ ახალგაზრდას, რომელიც თავის ლექსს კითხულობდა. იქ იმყოფებოდა ორმოცდაათამდე ადამიანი, უსმენდნენ მოწიწებით, ასე უსმენენ ადამიანს, რომელიც რაღაც ძვირფასს ამბობსს, უნდა მოუსმინო ყურადღებით და გულისყურით , რადგანაც თავის გულსა და სულს გიხსნის. რაღაც მომენტში დაამთავრა და თქვა: „მემგონი სულ ეს იყო“. წავიდა და დაჯდა თავის ლეიბზე. შემდეგ კიდევ ვიღაც გამოვიდა, კიდევ ვიღაც. მე გავიფიქრე: “ მე რატომ არ ვსაუბრობ? რატომ არ ვამბობ არაფერს? “ წამოვდექი, გავედი ოთახის ცენტრში და აღმოვთქვი: „ მე რაღაცის თქმა მინდა, მე მინდა გითხრათ თქვენ, როგორ და რატომ გავხდი მორწმუნე“ . შემდგომ მე მათ მოვუყევი ემიგრაციის პირველ წლებზე, იმაზე თუ როგორ ვცხოვრობდით. რათა მათ გააცნობიერონ რომ ცხოვრება რომლითაც მიცხოვრია იყო გაცილებით მძიმე ვიდრე მათი დღევანდელი ცხოვრებაა.შემდეგ მოვუყევი რატომ გავხდი მორწმუნე. როდესაც საუბარს მოვრჩი, ჩამოვარდა წუთიერი დუმილი, დაიწყო დრამატული პაუზა; მე გავიფიქრე: „უხ, როგორი მოწიწება იგრძნობა! მოწიწება მალევე დასრულდა, უცებ იღება კარები, ვიღაც თავხედი შემოიჭრა ოთახში, პირდაპირ მე ჩამაფრინდა, დამეძგერა სიფათში და უცებ გაიქცა. ამით რათქმაუნდა დასრულდა მისტიური ატმოსფერო, დრამატული ეფექტი განადგურებული იყო. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ დიდხანს ვისხედით, განვიხილავდით სხვადასხვა თემებს. ერთერთი მათგანი ჩემთან მოვიდა და მეუბნება:

- „კარგია რომ თქვენ მოხვედით“

-„და რატომ?“

- „თქვენ კეთილი თვალები გაქვთ“…

- „ამით რა?“.

- „იცით თქვენ ჩვენ გვიყურებთ და არ გძულვართ“.

ასეთი რეაქცია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, დიახ მათი მიღება ძლიერ უჭირდათ გრძელთმიანების, ფაფრიანების, ბანჯგვლიანების.

ეს იყო პირველი შეხვედრა. შემდეგ ჰიპებმა ჩემთან ეკლესიაში დაიწყეს სიარული. ჩვენი მოხუცები, მე ვიტყოდი, არ იყვნენ მთლად აღფრთოვანებულნი. იფიქრეთ თქვენ ადგილობრივებზე(მრევლზე) , როდესაც ჰიპებმა დაიწყეს გამოჩენა: „ მამა ანტონ, მართალია რომ ისინი მალე მთელ ეკლესიას გაავსებენ?“ ისინი კი მხოლოდ ორმოცი თუ ორმოცდათნი არიან, და ტაძარში ძალიან მშვიდად დგანან…

ერთერთი ღვთისმსახურების შემდეგ ჰიპები დავლოცე და დავპატიჟე ჩემთან. ამის შემდგომ ერთი წელი თვეში ერთხელ მოდიოდნენ ჩემთან ჩაის დასალევად და სასაუბროდ. ბოლოს კი ესწრებოდნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ლექციებსაც. შემდეგ რომელიღაც დღეს ისინი მოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან: „იცით ჩვენ გვინდა ვილოცოთ, არ გსურთ ჩვენთან ერთად ღამე გაათენოთ და გვასწავლოთ?“ და ჩვენ ათი საათი ვლოცულობდით. ეს არც ისე ცუდია, როცა სამოცამდე ახალგაზრდის ჯგუფი შენთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ლოცულობს. – ეს აჩვენებს რომ მათ ნამდვილად სურდათ ლოცვა. რათქმაუნდა ჩვენ არ შეგვისრულებია მართლმადიდებელური ღვთისმსახურება, ეს იქნებოდა სრული უაზრობა აღასრულო ღვთისმსახურება ხალხისათვის რომლებმაც არც კი იციან სად და რატომ დგანან. მაგრამ ჩვენ ასე გავაკეთეთ; ჩვენ ვიყავით სამნი(მღვდელმსახურები), დროც სამი საათის ინტერვალებად გავყეთ. ინტერვალებში პერიოდებს შორის ვუმასპინძლდებოდით ჩაითი და ნამცხვრით. ჩვენ ასე გავაგრძელეთ: თითოეული ჩვენთაგანი (იყო კიდევ ორი ინგლისელი) გამოდიოდა რაღაც თემებზე სასაუბროდ. შემდეგ იყო ნახევარსაათიანი პერიოდი სადაც ეს თემა ნაწილდებოდა პატარპატარა წინადადებებად ,ამ წინადადებაზე თითოეულ იქ მყოფს უნდა ეფიქრა რამდენიმე წუთი და შემდეგ ამით ვქმნიდით მოკლე ლოცვის ფორმას. ასე ვლოცულობდით ჩვენ ათი საათი.

შემდეგ მათ მე მიმიწვიეს და აირჩიეს თემა წმინდანებზე. ჩვენ კი სამი დღე გავატარეთ ერთად. ვლოცულობდით, ვიჯექით ერთად, მე ვსაუბრობდი მათთან, სვამდნენ მრავალ საინტერესო კითხვებს. შემდეგ ვისაც უნდოდა მოდიოდა ჩემთან პირადი შეკითხვებითა და თხოვნებით. დღეს კი დიდი ნაწილი ჰიპების ამ ჯგუფისა მოდიან მართლმადიდებელ ეკლესიაში. მე მათ ვეკითხები: რატომ? ისინი კი მპასუხობენ: იმიტომ რომ მართლმადიდებლებმა იციან რისი სწამთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100