სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუდის სარგებელი ჯანმრთელობისთვის - სასმელი, რომელსაც ოსტეოპოროზისა და ინფარქტის პრევენცია შეუძლია

ლუდის მთავარი აქტიური კომპონენტი სპირტია და ამგვარად გავლენა, რომელსაც ის ახდენს ჯანმრთელობაზე ლუდსაც ეხება. ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ლუდის ზომიერი მოხმარება დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის და შემეცნებითი შესაძლებლობების შესუსტების რისკის შემცირებასთან. 2005 წელს განხორციელებულმა იაპონურმა კვლევამ დაადგინა, რომ ლუდში ალკოჰოლის დაბალი შემცველობა შესაძლოა მას ანიჭებდეს ანტიკანცეროგენულ თვისებებს.

ლუდის საფუარი ცნობილია როგორც საკვები ნივთიერებების მდიდარი წყარო; ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლუდი შესაძლოა შეიცავდეს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის მაგნიუმს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, ბიოტინს, ქრომს და B ჯგუფის ვიტამინებს. ზოგჯერ ლუდს „თხევად პურსაც“ უწოდებენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად გაფილტრული ლუდი კარგავს მასში შემავალი საკვები ნივთიერებების დიდ ნაწილს.

იზოჰუმულონები ქიმიური ნაერთებია, რომლებიც განაპირობებენ ლუდის მწარე გემოს და მიეკუთვნებიან იზო–ალფა მჟავების ნაერთების კლასს.

კვლევების სერიამ ცხოველური მოდელების გამოყენებით აჩვენა, რომ ლუდს შეუძლია კარცინოგენეზის და ოსტეოპოროზის პრევენცია. ლუდი სისხლის პლაზმას ანიჭებს მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმს დამჟანგავი სტრესის მიმართ; იზოჰუმულონებს, სვიისგან მიღებულ მწარე ნივთიერებებს, შეუძლიათ სიმსუქნის და მე–2 ტიპის დიაბეტის პრევენცია (ხოლო დაავადების შემთხვევაში მდგომარეობის შემსუბუქება), ლიპიდური ცვლის გაუმჯობესება და ათეროსკლეროზის რისკის შემცირება. შემდგომი კვლევებია საჭირო იზოჰუმულონების გარდა სხვა კომპონენტების დასადგენად, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლუდის აღნიშნულ სასარგებლო გავლენაზე.

2013 წლის მაისში ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღე შავი ფერის ლუდის ერთი კათხის მიღებას შეუძლია სისხლის შედედების და ინფარქტის პრევენცია. შევიწროებული სისხლძარღვების მქონე ძაღლებზე ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლებში, რომლებსაც ასმევდნენ მუქი ფერის ლუდს სისხლის შედედების (კოაგულაციის) უნარი მცირდებოდა იმ ძაღლებთან შედარებით, რომლებსაც სხვა სახის ლუდს ასმევდნენ. საინტერესო კვლევაა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100