სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხურჩის ახლადდაგებული გზის გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ხურჩის ახლადდაგებული გზა გახსნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, ახალი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ენგურს გაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას.

პრემიერის შეფასებით, მთავრობა გამყოფი ხაზის გასწვრივ, ძველისგან განსხვავებულ, სრულიად ახალ პოლიტიკას ახორციელებს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები შევუქმნათ. ენგურს გაღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზანს ემსახურება ხურჩის გზა. ეს 4-კილომეტრიანი გზა 3000-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული საიმისოდ, რათა ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100