სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერულმა კომპანიამ„m² უძრავი ქონება“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია და მის ფარგლებში განხორციელებული პირველი პროექტი წარადგინა

თბილისი,25 მარტი, 2013–დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება” დღეს მისი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია„m² უძრავი ქონების“ ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოსადამიანებს შეუქმნას,კომფორტული,ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქცენტს გააკეთებს სამ სფეროზე: გარემოს დაცვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა.

წელს, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი„m² უძრავი ქონება“-მნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედგანახორციელა. კომპანიამ მშენებლობის ახლოს მდებარე, თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში გაარემონტა და სრულად აღჭურვა კომპიუტერული კლასი, სასწავლო ბიბილიოთეკის საცავი და სამკითხველო. დამატებით, სკოლის ეზოში სპროტული მოედანი მოაწყო. „m² უძრავი ქონებამ“, მოსწავლეების გახალისების მიზნით, დეკორატიულადაც მოაწყო სამკითხველო, რათა ბავშვებმა უფრო მყუდრო და სახალისო გარემოში შეძლონ კითხვა და მეცადინეობა. კომპანიამ სამკითხველოს საჩუქრად გადასცა წიგნები.

სადღეისოდ, კომპანია „m² უძრავი ქონება“ ახორციელებს ორ პროექტს:საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძისქუჩაზე, მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზე,რომლის ჩაბარებაც 2015 წლისნოემბერშიიგეგმება; საცხოვრებელი კომპლექსი ყაზბეგის გამზირზე, რომლის ჩაბარებაც 2016 წლისთებერვალშია გათვალისწინებული. დასრულების პროცესშია კომპანიის პროექტი „m² იპოდრომზე“.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:www.m2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100