სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესის მასშტაბის პროექტი რამდენიმეა და მოსახლეობა განხორციელებაში გვერდში უნდა დაუდგეს სახელმწიფოს

ხუდონჰესის მასშტაბის პროექტი სულ რამდენიმეა და მოსახლეობა მათ განხორციელებაში გვერდში უნდა დაუდგეს სახელმწიფოს“, – აცხადებს საქართველოში ერთ–ერთი უმხვილესი ინვესტორის „რაკია საქართველოს“ გენერალური დირექტორი გუგა ცანავა.

ბიზნესმენი მოსახლეობას ურჩევს პროექტებს სახელმწიფოებრივ ჭრილში შეხედონ და მათ მიერ ქვეყნისთვის მოტანილი სარგებელის გათვალისწინებით გამოხატონ საკუთარი პოზიცია. მით უფრო, როდესაც ინვესტორი და სახელმწიფო მოლაპარაკებებისთვის, მათი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.

„ჩემი აზრით, საუბარიც ზედმეტია უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი. თუ გადავხედავთ ჩვენი რესურსების თანაბარ ქვეყნებს და ვნახავთ რა გადაწყვეტილებები მიიღეს რომ გამხდარიყვნენ მსოფლიოში კონკურენტულები, ეს კითხვა არც უნდა დაისვას. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და იმ მოცულობის ოქრო, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანები გავხდეთ. ამიტომ ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება უნდა შევძლოთ. არსებობს რაღაცა ზღვარი, სადაც თითოეულმა ჩვენთანგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი და სახელმწიფოებრივად შევხედოთ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას, რომელთა გარეშეც მომავალში შესაძლოა სერიოზულად იზარალოს მთელმა საქართველომ და ამ ხალხმაც, ვინც დღეს მათი წინააღმდეგია, რადგანაც ისინი ამ საზოგადოების ნაწილი არიან. სულ რამდენიმეა ასეთი მასშტაბის პროექტი და მოსახლეობა გვერდში უნდა დაუდგეს მათ განხორციელებაში სახელმწიფოს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამაზე საუბარიც კი არ უნდა მიმდინარეობდეს, რა თქმა უნდა, ხუდონჰესი უნდა აშენდეს“, – ამბობს გუგა ცანავა.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი დარეგულირდეს და ოქროს შუალედი იქნას მოძებნილი. ამასთან, ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, ცუდ გავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯზე.

„რა თქმა უნდა ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი აფუჭებს საინვესტიციო გარემოს. სახელმწიფო შემდეგ დამაბალანსებელ ნაბიჯებს დგამს, რომ ახსნას შექმნილი ვითარება და დაარეგულიროს მდგომარეობა. მარტივად რომ ვთქვთ, სახელმწიფო ამა თუ იმ პროექტზე გაცილებით მეტ დროს კარგავს, ვიდრე ამის საჭიროებაა. ჩვენ სხვანაირად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება , მოსახლეობა ხშირად მხოლოდ საკუთარ სარგებლეზე ფიქრობს და ერთიან სახელმწიფოებრივ ჭრილში არ განიხილავს მოვლენას, რაც არასწორია და ქვეყნის განვითარებას აფერხებს. სახელმწრიფოს ძალიან სწორად აქვს შერჩეული ის სეგმენტები რომელთა სწრაფი განვითარება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს. ძალიან უარყოფითია და არასწორია მოსახლეობის მხრიდან პირდაპირ თქმა, რომ რაღაც პროექტი არ განხორციელდება, რაღაცის აშენებას არ დაუშვებენ - ეს ანტისახელმწიფოებრვი დამოკიდებულებაა“, – მიიჩნევს ბიზნესმენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100