რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმში სტრატეგიული სამხედრო ობიექტების დიდი ნაწილი დაიკავეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა ყირიმში სტრატეგიული სამხედრო ობიექტების დიდი ნაწილი დაიკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" რადიო "თავისუფლებაზე" დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო საათების განმავლობაში ბლოკირებულია ქერჩის მესაზღვრეების დანაყოფები, ასევე დაძაბული ვითარება იყო ბალაკლავას დანაყოფში. მთლიანობაში კი, უკრაინის ფლოტში ვითარება დაძაბულია.
ყირიმელი სამხედროები ამბობენ, რომ მათი მთავარი ტაქტიკაა, შეიარაღებული რუსი სამხედროების პროვოცირება არ მოახდინონ. თუმცა, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მზად არიან თავი დაიცვან.

კომენტარი