სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში ძალოვანებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ ძალოვანებისთვის საბრძოლო იარაღის გაცემის ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ზახარჩენკოს განცხადებაში აღნიშნული, ძალოვანები იარაღს გამოიყენებენ, რათა მოქალაქეები თავდასხმებისგან დაიცვან და ტყვეები გაათავისუფლონ. ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საბრძოლო იარაღს ძალოვანები დაცულ ობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობების თავდასხმებისგან დასაცავად და ძალოვანთა დაკავების მცდელობის შემთხვევაში გამოიყენებენ.
"მილიცია ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შეიარაღებული ორგანოა და კანონი გვაძლევს ძალის, სპეცსაშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებას", - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციით, უკრაინაში დღეს 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სამდღიანი ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამასთან, CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას 100 დაღუპულისა და 500-ზე მეტი დაჭრილის თაობაზე.
ამ დროისთვის ევრომაიდანზე შედარებით მშვიდი ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ევრომაიდნის აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100