სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ძლიერი ყინვების შემდეგ ტემპერატურა +23 გრადუსამდე ავა

19 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდები შენარჩუნდება. 16 თებერვალს მცირე ნალექია მოსალოდნელი დასვლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში, მათ შორის თბილისში შესაძლოა, დღის ბოლოს იყოს მცირე წვიმა.
დღეს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ხვალ +20-22 გრადუსი, 16 თებერვალს +13 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი საშუალო ტემპერატურა 16 თებერვლამდე +13-15 გრადუსია მოსალოდნელი.
ამასთან, თბილისში 14 თებერვალს +14 გრადუსი იქნება, 15 თებერვალს +17 გრადუსი, 16 თებერვალს +12 გრადუსი.
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +15 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100