სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწმინდესის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

"კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულობა შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. დიდად ვწუხვართ, რომ უკვე არის მსხვერპლი და დაშავებულთა სერიოზული რაოდენობა.

შევთხოვთ უფალს, რომ პროცესები სისხლიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და მოვლენები უმართავი არ გახდეს.
მოციქულ ანდრიას, წმიდა ვლადიმერის და წმიდა ოლღას ლოცვით ღმერთმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100