1 135 130 ლარის ღირებულების ავტომობილები, კალაძის დაქვემდებარებულ უწყებას

30 ცალი ახალი სედანის ავტომობილი და 3 ცალი ახალი, ე.ჯიპის ტიპის ავტომობილი - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, რომელიც ენეგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, 2013 წლის 21 ნოემბერს „ტოიოტა ცენტს თბილისთან“ ორი ხელშეკრულება დადო და ერთ დღეში 1 135 130 ლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა.

ტოიოტა ქემერი - 1 ცალი, ერთეულის ფასი 60 621 ლარი, ტოიოტა კოროლა-24 ცალი, ერთეულის ფასი 26 102 ლარი, ტოიოტა კოროლა - 5 ცალი, ერთეულის ფასი 31 730 ლარი, ტოიოტა , ტოიოტა ლენდკრუიზერი 200- 1 ცალი, ერთეულის ფასი 116 900 ლარი, ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო 1 ცალი, ერთეულის ფასი 100 200 ლარი, ტოიოტა ლენდკრუიზერი პრადო- 1 ცალი ერთეულის ფასი ერთეულის ფასი 72 311 ლარი. თუ რა საჭიროებას წარმოადგენდა უწყებისთის ამ რაოდენობის და ფასის ავტომობილების შეძენა, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას „ნავთობისა და გაზის კოორპორაციაში“ დღის ბოლომდე გამოქვეყნებენ.

კომენტარი