სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაყევი უსაფრთხო გზას!!!

მიგრაციის ექსპერტის რჩევები: როგორ ავიცილოთ თავიდან არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები

„ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ხუთი თვე,“ - ასე იხსენებს 23 წლის ლანჩხუთელი ლევანი ევროპაში გატარებულ დღეებს. „ყოველ დღე, ხუთ საათზე, არ ქონდა მნიშვნელობა ამინდს, ვიდექი მეტროსთან, იმ იმედით, რომ ვინმე დამიქირავებდა და სამსახურს მომცემდა. დღეში 20 ევროს გამომუშავება უკვე წარმატებულ დღეს ნიშნავდა, რადგან ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში ეს 20 ევროც კი სანატრელი მქონდა. მთელ დანაზოგს ვხარჯავდი, რომ როგორმე თავი გამეტანა და საბოლოოდ, სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდი,“- ამბობს ლევანი.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად მიემგზავრებიან. მიგრაციის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი ია დადუნაშვილი ფიქრობს, რომ უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები და არასაკმარისი საყოფაცხოვრებო პირობები ბევრ ადამიანს უბიძგებს ბედის საძებნელად სამშობლო და ოჯახი დატოვოს.

ისინი ვინც ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტენ, ხშირად პრობლემებს აწყდებიან, რადგან მხოლოდ ტურისტული ვიზის და თუნდაც ბინადრობის ნებართვის ქონა ლეგალური სამსახურის საპოვნელად საკმარისი არაა. „იმისთვის, რომ ლეგალური სამსახური გქონდეს, უმეტესი ქვეყნების კანონი ითხოვს სამუშაო ვიზას და მუშაობის ნებართვას; ეს ეხება ნებიემიერ სამსახურს, თუნდაც იყოს ეს სეზონური სამუშაო სოფლის მეურნეობასა თუ მშენებლობაში,“ - განმარტავს დადუნაშვილი.

დადუნაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწვევა ვიზის მისაღებად მისი მომავალი დამქირავებლის ან მეგობრის მხრიდან, რომელიც მას დახმარებას პირდება სამსახურის მოძებნაში, არ ნიშნავს რომ მისთვის ლეგალური სამუშაოს პოვნა გარანტირებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამუშაოს ნებართვა საჭიროა იმ ქვეყნებში მუშაობისთვისაც, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა.

„მაგალითად, თურქეთთან, ჩვენ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა გვაქვს, რაც გულისხმობს, იმას რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თურქეთის საზღვარი გადაკვეთონ და იქ 90 დღე დარჩნენ ლეგალურად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ მუშაობის უფლება ოფიციალურად, თუკი არ ექნებათ მუშაობის სპეციალური ნებართვა. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი და 90 დღის განმავლობაში იმუშაონ უპრობლემოდ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბევრი მათგანი, მოგვიანებით პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე,“ - ხაზს უსვამს დადუნაშვილი.

ისინი, ვინც ეს პრობლემები საკუთარ თავზე გამოსცადა, დადუნაშვილს ეთანხმებიან.

„შუამავალი სააგენტო იოლ სამსახურს მთავაზობდა, მოკლე სამუშაო საათებით და კარგი ანაზღაურება.ყველა ფორმალობის მოგვარებას თავად დამპირდნენ, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა გადავუხადე. თუმცა ადგილზე, რომ ჩავედი სულ სხვა რეალობა დამხვდა, რთული სამუშაო ქარხანაში. კონტარქტი სულ 6 თვიანი იყო, ხელფასი შეპირებულზე დაბალი, თან მცირედ შეცდომებზეც კი მიქცითავდნენ თანხას, ისედაც დაბალი ხელფასიდან. რაც რჩებოდა ცხოვრების და კვების ხარჯებად ძლივს მყოფნიდა “ - გვიამბობს 36 წლის ქუთაისელი ლაშა და დასძენს, რომ ასეთ პირობებში ყოფნის მერე, მას მოუწია სამშობლოში ხელცარიელი დაბრუნებულიყო.

ის ცდილობს ახსნას რა დიდი განსხვავება ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას შორის, ამასთან დაკავშირებით დადუნაშვილი ამბობს, რომ „როდესაც ხარ არალეგალი, შენი ცხოვრება უფრო რთულია, არ გაქვს დოკუმენტები გადასაადგილებლად და მოკლებული ხარ მთელ რიგ შესაძლებლობებს.“ დადუნაშვილის მიხედვით, საცხოვრებელი პირობები არალეგალურ სიტუაციაში კიდევ უფრო უარესია. „არალეგალები ხშირად ძალიან რთულ პირობებში ცხოვრებენ, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკია. ამასთანავე, მათ დეპორტაცია და ხელმეორედ ქვეყანაში, შენგენის ზონის შემთხვევაში კი მასში შემავალ ყველა სახელმწიფოში შესვლის 5-10 წლინი აკრძალვა ემუქტებათ ““.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დადუნაშვილი დაინტერესებულ მოქალაქეებს სთავაზობს, რომ სანამ საზღვარგარეთ სამსახურზე დათანხმდებიან, ჯობია ჯერ ინფორმაცია შეაგროვონ. „პიროვნებამ უნდა კითხოს დამსაქმებელს კონტრაქტის პირობების შესახებ, ასევე სავიზო პირობებზე; უნდა მოითხოვოს სამუშაოს მოკლე აღწერილობა; აუცილებელია ასევე იცოდეს ანაზღაურების რაოდენობა და დეტალები, მაგალითად: როგორ მოხდება ანაზღაურება ხელზე თუ გადარიცხვით; მნიშვნელოვანია ასევე სამედიზინო დაზღვევის შესახებ ინფორმაციაც,“ - გვირჩევს დადუნაშვილი. იმ შემთხვევაში კი როცა საშუამავლო სააგენტო გთავაზობთ დასასაქმებლად გამგზავრებას ტურისტული ვიზით, ან გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებას, ან გაწვდით არაზუსტ და ცრუ მონაცემებს, ან არ გაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენი სავარაუდო საქმიანობის, საცხოვრებელის, ხელფასის, დამსაქმებლის საკონტაქტო მონაცემების შესახებ დიდია იმის ალბათობა, რომ შეთავაზებული სამუშაო არალეგალური და შესაბამისად სარისკო იქნება!

„ხალხს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმ ქვეყნის სამუშაო კანონმდებლობაზე სადაც აპირებს გამგზავრებას და მუშაობას. ეს პიროვნება ასევე უნდა გაეცნოს ინფორმაციას რა სახის ვიზა დასჭირდება ამისთვის,“ აღნიშნავს იგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100