მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 900
720 x 85
ბანერი - 1
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2324252627281
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ბლოგები
ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­–­მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს
ახლა კითხულობენ

მარტოხელა მამა, რომელიც ოთხ ტყუპს ზრდის  

"გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ამოწყვიტა მკვლელმა" - მოკლული მახარაძის ნათესავი ღარიბაშვილის მიმართავს  

"დედამთილის მორჯულება" - ამას მხოლოდ ქართველი რძალი თუ დაწერდა  

მეფე, რომელიც მონა აღმოჩნდა...  

სანამ ქართულ მომსახურების სფეროს გააკრიტიკებთ, ჯერ ეს წაიკითხეთ  
200 x 120
ბანერი - 7

Universalnews-ის ინტერვიუ droni.ge-ს რედაქტორთან 

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ედუარდ შევარდნაძეს 

თურქული კინოს ქართველი ვარსკვლავი. თქვენ მას იცნობთ სერიალიდან დიდებული საუკუნე 

ავტომოყვარულებო ეს ვიდეო შოკში ჩაგაგდებთ და წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს მართლაც მოხდა... 

BMW-ების შემოსევა თბილისში 

ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ყველა ავტომოყვარულს გული ეტკინება 
200 x 336
ბანერი - 8
200 x 120
ბანერი - 12
„ქართული პარტიის“ რუსული ცაიტნოტი: ბათუმის რეპეტიცია ჩავარდა
ლუკა მენაბდე
09:00 15.05.2011

„ქართულ პარტიას“, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთადერთი რამ აქვს იმ აუცილებელი ჩამონათვალიდან, რაც საჭიროა რევოლუციური გზით ხელისუფლების შესაცვლელად: სურვილი. სხვა დანარჩენი, მათ შორის, ხალხის მხარდაჭერა, შიდაპარტიული რესურსი და კიდევ უამრავი რამ - მხოლოდ ამ პარტიის ლიდერთა წარმოსახვაში არსებობს.

„ქართული პარტია“ რომ ხალხის მხარდაჭერაში ორივე ფეხით კოჭლობს, ეს დიდი რიხით დაანონსებულ ბათუმურ შეკრებაზეც გამოჩნდა. საერთოდ, მარგინალურ ოპოზიციას უყვარს პოლიტიკური შინაარსის სპექტაკლების დადგმა და ამან ბათუმშიც იჩინა თავი: აქციის დაწყებამდე ჯაბა ჯიშკარიანმა და კომპანიამ ბათუმის პროკურატურასთან მოაწყო მცირე აქცია, რამდენიმე დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, მერე კი, როგორც სააგენტოებმა გაავრცელეს, „რუსთაველის ქუჩაზე, ოპერის წინ დაწყებულ „ქართული პარტიის“ აქციას შეუერთდა“. დიახ - შეუერთდა: თითქოს თბილისიდან ბათუმამდე ერთად არც უმგზავრიათ, გზაში ანეკდოტები არ მოუყოლიათ ერთმანეთისთვის, თითქოს შემთხვევით გაიგეს, რომ ბათუმში „ქართული პარტია“ ატარებდა მიტინგს, უბრალოდ, ადგნენ და „შეუერთდნენ“...

მაგრამ ეს პოლიტიკური შოუები და სპექტაკლები გუშინდელი დროა: ამით შეიძლება მიიზიდო ზუსტად იმდენი ადამიანი, რამდენიც გუშინ ბათუმის ოპერის წინ იდგა - დაახლოებით ათას ხუთასი, მაგრამ ხალხის ამ რაოდენობით რევოლუციის მოწყობა სრული აბსურდია.

ისე, ერთი უფასო პოლიტიკური რჩევა „ქართული პარტიის“ სახეებს არ აწყენდა: წინასწარ მომზადებული სამიტინგო ტექსტის სიტუაციის შესაბამისად შეცვლა უნდა ისწავლონ, თორემ, მაგალითად, გუშინდელ ბათუმურ აქციაზე, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოდ ჟღერდა სოზარ სუბარის განცხადება: „ჩვენ აჭარიდან ვიწყებთ ხელისუფლების შეცვლას და გადავინაცვლებთ თბილისში. ეს პროცესი დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს“. სოზარმა ეს ტექსტი, სავარაუდოდ, მაშინ მოამზადა, როცა პარტიის ბათუმელი აქტივისტები მიტინგზე ხალხის დიდი მასის გამოყვანის დაპირებას იძლეოდნენ.

არადა, ხელისუფლების შეცვლას ვინ ჩივის - გუშინ ბათუმში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა მოინდომეს და ესეც ვერ შეძლეს: არამარტო იმიტომ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს ამ კანონდარღვევის საშუალება, არამედ იმიტომაც, რომ ამ ძალად აგორებულ, რევოლუციურად მონათლულ აქციებს აკლია ყველაზე მთავარი იმ ჩამონათვალიდან, რაზეც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით: მომიტინგეთა მუხტი, რომლის გაღვივებას „ქართულად“ წოდებული და სხვა პარტიები სულ ამაოდ ცდილობენ, მაგრამ ამისთვის მხოლოდ მათი სურვილი არ კმარა.

„ქართულ პარტიას“ ქართულად რომ შევუჯამოთ, გამოვა, რომ მიტინგებზე გაბრაზებული ხალხი აკლიათ, გაბრაზების გარეშე კი რევოლუცია არ ხდება. არადა, შრომას წყალში ვერ ჩავუყრით - კი ცდილობენ, მაგრამ ამ მცდელობაში თვითონ ბრაზდებიან და ხალხს ვერ იყოლიებენ, მერე კი, გაბრაზებულები, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ: ხან სვამენ და დებოშს ტეხენ, ხან იმიჯის შემლახველ განცხადებებს აკეთებენ... ისიც გასათვალისწინებელია, რომ დრო ძალიან ცოტა რჩება: რევოლუციის დასაწყისად 21 მაისი აქვთ დაანონსებული, რადგან ეიფელის კოშკის ფონზე სწორედ ასე თქვა მათმა „ოქრო“ ლიდერმა: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 21 მაისს ხალხი სახლში არ გავუშვათ“.

21 მაისამდე ხუთიოდ დღეა დარჩენილი, ალტერნატიული პოლიტიკური ნაბიჯებისთვის მოსაფიქრებელი დრო კი - თითქმის აღარ დარჩათ. ჭადრაკში ასეთ მდგომარეობას - როცა სვლების მოსაფიქრებლად დრო არ გყოფნის, ცაიტნოტი ჰქვია.

როგორც საჭადრაკო, ასევე პოლიტიკური ცაიტნოტიც სხავადასხვაგვარია: სრული, ორმაგი და ა.შ, მაგრამ „ქართულ პარტიასთან“ მიმართებაში საქმე გვაქვს რუსულ ცაიტნოტთან: როგორც „ქართული პარტიის“ კულუარებში ამბობენ, სწორედ ჩრდილოელი დამფინანსებლების მკაცრი მოთხოვნით და მითითების შემდეგ გადაწყვიტა ოქრუაშვილმა და მისმა გუნდმა 21 მაისს „გადამწყვეტი ბრძოლის“ დაწყება.

წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, რეპეტიციები კახეთსა და ბათუმში უნდა შემდგარიყო, გენერალური რეპეტიცია - აშშ-ის საელჩოსთან, ხოლო „პრემიერა“ 21 მაისს, თბილისში. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კახეთისა და აჭარის რეპეტიციები ჩავარდა. თეატრალურ ენაზე რომ დავასრულოთ, ასეთი უსუსური რეპეტიციები პრემიერაზე ანშლაგის გარანტია ვერ იქნება...

კომენტარი     ბეჭდვა  

ძუკუ2011-05-15 09:37:14
რატომ ვერ ჩამოდიან სამეგრელოში? ეშინიათ კვერცხები რომ დაუშინონ? ვერც ჩამოვლენ პრორუსული პარტიები,და სამეგრელოს გარეშე რევოლუცია გამორიცხულია.

კიაზო2011-05-15 10:48:11
შაპიტო გასტროლებს აგრძელებს! ყოველდზე არენაზე მასხარების კვარტეტი: ოქრო, ყასაბი, სოზიკო, გრეჩიხა. გასტროლი სრულდება 21-ში რის შემდეგაც შამპიტო იკეტება სამუდამოდ.

ნ.კ.2011-05-15 12:46:53
საინტერესო იცით რა არის, ბათუმში რომ ჩახველ და ხალხს მოუწოდებ დავამხოთ ეს უმაქნისი ხელისუფლებაო, ამასაც ხომ მოფიქრება უნდა. ამ ხელისუფლებას თუ მოსაწონებელი აქვს თავი, პირველი ბათუმია.

ელგუჯა2011-05-20 11:51:18
გრეჩო ალბათ წიწიბურას გაძვირებამ გადარია. ფულის გულისათვის რეებს არ კადრულობს. ეს ოპოზიცია ყველა გაფუჭებულია!!!!!!!!!

ან-კი2011-05-20 14:27:59
ვეთანხმები აქ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას. გენაცვალეთ!

Abc1232011-07-03 01:16:04
Abc123

Abc1232011-07-03 01:30:53
Abc123

Abc1232011-07-03 03:46:29
Abc123

ჯიჰა2012-09-19 16:15:26
სამეგრელოს გაუმარჯოს!

2013-09-08 23:55:34
ყველას გახსოვდეთ რუსული ცისფერი ოცნება-"Хороша Грузия без грузин"!

2013-09-08 23:55:57
რუსო ოკუპანტო!გაეთრიე საქართველოდან!

Русский окупант!Убирайся из Грузии!

2013-09-08 23:56:28
მეოცნებე პინგვინებს

თქვენ ისე ღრმად გაქვთ,
თქვენ ისე ღრმად გაქვთ,
შაგდებული რუსული შიბლა,
რომ გამოღების მცდელობაც კი
არის უაზრო!...:))))))))))))))))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
2015-03-01
visitor 17 604
visit 19 270
page 26 987
2015-03-02
  2 244
  2 260
  3 005
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი
160 x 350
ბანერი - 34
160 x 500
ბანერი - 33
160 x 350
ბანერი - 35