სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა თქვა მერაბიშვილმა კბილაშვილის გადადგომაზე?

ვანო მერაბიშვილი არჩილ კბილაშვილის გადადგომას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ყოფილი პრემიერმინისტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

“მინდა გამოვეხმაურო მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას. ამ ადამიანმა პროკურატურა აქცია ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტად. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პირად დავალებებს რაც გულისხმობს, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, ალტერნატიული აზრის მოსპობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას და მისი პოლიტიკური სივრციდან გაქრობას.

ამავე დროს, კბილაშვილმა თავის თავზე აიღო მწამებელი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება, რითაც დაფარა ბედუკაძისა და მისი ჯგუფის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“.

მისი საქმიანობა მოკლედ შეიძლება შეფასდეს - რომ იგი იყო ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი.

მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს.” - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100