სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ამერიკელმა ამოუცნობ არსებებს ფოტოები გადაუღო

The Daily Mail სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ტურისტმა სახელად ჟონ სტოუნმენ ვიდეოკამერით ერთდროულად 2 ამოუცნობი არსება დააფიქსირა.

ჯონი საკუთარი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ტყეში იდუმალი არსებები შენიშნა, მამაკაცმა ავტომობილი გააჩერა, ფოტოაპარატი მოიმარჯვა და გასაოცარი კადრების დაფიქსირებაც მოახერხა.

„ერთი შეხედვით ისინი დათვებს გავდნენ, თუმცა თუ დააკვირდებოდით დათვთან საერთო მხოლოდ ბეწვით დაფარული სხეული ჰქონდათ, ადამიანივით 2 ფეხზე იდგნენ და ისე გადაადგილდებოდნენ. მე ისინი გზიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით დავინახე, ტრასა ძალიან ვიწრო გახლდათ და ჩემი ავტომობილი სხვა მანქანებს მოძრაობაში ხელს შეუშლიდა ამიტომ ტყეში ღრმად ვერ შევიდოდი და მანქანას ტრასაზე ვერ დავტოვებდი, თუმცა რამდენიმე ფოტოს გადაღება მაინც მოვახერხე.“ - აცხადებს ჯონი.

ჯონის სიტყვებსა და მის მიერ გადაღებულ ფოტოებსი ბევრს ეპარება ეჭვი. „კადრში ხის წამონაზარდებია დაფიქსირებული“ - დასცინა ჯონს ზოგიერთმა მეგობარმა, თუმცა მამაკაცი ირწმუნება, რომ მან ამოუცნობი არსებები ნამდვილად იხილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100