სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 წლის ამერკელმა სათამაშო თვითმფრინავით თავი შემთხვევით მოიკლა

19 წლის ნიუ-იორკელის რომან პიროჟეკის უცნაური გარდაცვალება. ახალგაზრდა ამერკელმა სათამაშო თვითმფრინავით შემთხვევით მოიკლა თავი.

ტრაგედია 2013 წლის 5 სექტემბერს ბრუკლინის პარკ Calvert Vaux-ში მოხდა. სათამაშო თვითმფრინავი, რომელსაც რომანი პულტით მართავდა, მას პირდაპირ კისერზე დაეცა და სასიკვდილოდ დააზიანა. თვითმფრინავი 5 კგ-ს იწონიდა და მისი დიამეტრი დაახლოებით ნახევარი მეტრი გახლდათ. ინციდენტს 4 ადამიანი შეესწრო, მათ შორის გარდაცვლილის მამაც.

როგორც ცნობილია რომან პიროჟეკი რადიოკონტროლირებადი ვერტმფრენების მოყვარულთა კლუბის Seaview Rotary Wings-ის ვიცე პრეზიდენტი გახლდათ და კლუბის სხვა წევრებისგან რადიოკონტროლირებადი ვერტმფრენების მართვის აგრესიული სტილით გამოირჩეოდა.

აღსანიშნავია, რომ პიროჟეკი რადიოკონტროლირებადი ვერტმფრენების მართვის დროს გარდაცვლილი რიგით მეორე ადამიანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100