სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილს ციხეში სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს .. მატროსოვის ციხეში გულის ჩივილების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო ზედამხედველობა არ სჭირდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარ მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება ე.წ. მატროსოვის ციხეში, მაღალი ტექნოლოგიებით, სამოქალაქო სექტორის ექიმებმა ჩაუტარეს. "მერაბიშვილს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური შემოწმება, იგი ჯანმრთელია. ექიმების მეთვალყურეობას არ საჭიროებს", - განაცხადეს სამინისტროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100