სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ონიანი: ბაჩო ახალაიას გაათავისუფლებენ

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას საქალაქო სასამართლოში განაჩენს ხვალ გამოუტანენ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა. ონიანის განმარტებით, პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ 10:00 საათისთვის დაიწყება, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

გიორგი ონიანის თქმით სამართლო განაჩენის გამოტანისას თუ ობიექტურ გადაწყველტილების მიიღებს, მაშინ ბაჩანა ახალაის გაათავისუფლებენ.

„თუ სამართლო იხელმძღვანელებს იმ მასალებით, რაც უდევს საქმეში მაშინ უნდა გაამართლოს.“

ბაჩო ახალაის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ თუ კი მის დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოტანს, მაშინ პრეზიდენტმა ახალაია უნდა შეიწყალოს.

„ნორმალურმა ხელისუფალმა იმ ქვეყანაში, სადაც ბედუკაძე გარეთ დადის, 2008 წლის გმირები გიგი კალანდაძე, შამათავა, გორდაძე, ახალაია უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიწყალოს.“განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.

ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. სენაკისა და ვაზიანის ეპიზოდში აბესაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაშიც ედება ბრალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100