სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის 30 ივლისის განკარგულებას მსჯავრდებულ გუნავას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ამასთან, პრეზიდენტის განკარგულებით, გუნავას ნასამართლეობა ეხსნება.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ", "დ" ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნას ნასამართლობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100