სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე აფასებს ნანუკა ჟორჟოლიანი პრეზიდენტთან ინტერვიუს

ისედაც რეიტინგულმა გადაცემამ „ნანუკა შოუ“, გუშინ ყველა რეკორდი მოხსნა, 2013 წლის 17 მაისის გადაცემაში, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილს მასპონძლობდა. პრეზიდენტთან ნანუკას ინტერვიუ დღეს ტოპ თემაა, სწორედ ამიტომ droni.ge ნანუკა ჯორჟოლიანს დაუკავშირდა და ამ გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.

კმაყოფილი ხართ გადაცემით?

რავიცი, არ ვუყურებ მაგ კუთხოთ, ვიცი, რომ როგორც ჟურნალისტს ძაან მაგარი მასალა მქონდა. არ მიყვარს ესე საუბარი „კმაყოფილი ვარ“ და „უკმაყოფილო ვარ“ თუმცა წმინდა ჟურნალისტური კუთხით, რომ ვისაუბრო მაგარი არქივი მოვიპოვე. ყველაზე მაგარი შოუ იყო, წმინდა წყლის ჟურნალისტურად ვამბობ. ვთვლი, რომ ეს იყო ამერიკული გადაცემა, იქაური სტანდარტებით. ელენის შოუში ობამამ, რომ იცეკვა ეგ გადაცემა ხომ ნანახი გაქვთ? ხოდა როგორც ჟურნალისტმა შემიძლია ელენის მსგავსად მეც ვიყო ამაყი იმით, რომ პრეზიდენტთან ასეთი ინტერვიუ ჩავწერე.

გამოხმაურება როგორი მოყვა გადაცემას?

ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ნაცმოძრაობის ოპოზიციამაც კი დაწერა სოციალურ ქსელებში, რომ მაგარი გადაცემა იყო. ნეგატიური შეფასებები ალბათ იქნება. ღამის 3 საატამდე ვიყავი ფეისბუქზე და ვკითხულობდი პოსტებს. გადაცემას დადებითი შეფასებები მისცეს იმ ადამიანებმა, რომელთა აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩემმა კოლეგებმა და ძველი თაობის ჟრნალისტებმა.

მართლა ყველამ უყურა. გადაცემა, რომ დაიწყო და პირველი 15 წუთი არავინ არაფერს პოსტავდა ფეისბუქზე და ავნერვიულდი, რა ხდება არ უყურებენ, რატომ არ წერენ შეფასებებსთქო, მაგრამ მერე, რომ წამოვიდა პოსტები, მივხვდი, რომ გადაცემის დაწყებისთანავე ფეისბუქი „დასტოპდა“, რადგან ყველა შოუს უყურებდა.

ძირითადად პოზიტიური შეფასებები იყო, მაგრამ იყო პოლიტიკური შეფასებებიც, მაგრამ ამას ვერ გავექცეოდი და იცი რატომ? ქართული ოცნების ლიდერიც მყოლია და ნაციონალების მხარდამჭერებს მოუწერიათ რა იყო რას აპიარებ გინდა, რომ შეგვაყვაროვო? ან პირიქით ნაციონალის მოწვევისთვის ხელისუფლების მხარდამჭერებს გავუკრიტიკებივარ. პოლიტიკური შეფასებები გარდაუვალი იყო, მაგრამ მთავარი ხომ იცი რაც არის, რეზონანსი. რეზონანსი კი ამ გადაცემას ძალიან დიდი მოყვა, სააგენტოებამაც კი წაიღეს სააკაშვილის ფრაზები ჩემი ინტერვიუდან.

პრეზიდენტი 2 წლის წინაც იყო ნანუკას შოუს სტუმარი. რა განსხვავებები შენიშნეთ იმ მიხეილ სააკაშვილსა და ამ მიხეილ სააკაშვილს შორის?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დაუშვეს გამონაკლისი და პრესცენტრს ჩემი შეკითხვები წინასწარ არ უკითხავს. არადა ეს აპრობირებული მეთოდია, როდესაც ასეთი რანგის პიროვნებასთან გაქვს ინტერვიუ ევროპასა და ამერიკაშიც ასეთი წესია და სავსებით ნორმალურია, რომ კითხვები უნდა შეათანხმო. ამ ინტერვიუს დროს კი ასეთი რამ არ მომხდარა. სრული თავისუფლება მქონდა და ეს ძალიან დამეხმარა პროცესის წარმართვაში.

სხვათაშორის თავისუფლება მქონდა გადაცემის აწყობის დროსაც, ჩემი პროდუსერიც კი არ ჩარეულა და მე და მემონტაჟემ ავაწყვეთ ისე როგორც მინდოდა, მუსიკა, კადრები, ყველაფერი თავისუფლად, ჩემი გემოვნებით გავაკეთე.

კითხვები, რომ არ შემითანხმეს წინასწარ, ვნერვიულობდი მერე რომელიმე კითხვა არ ამომაჭრევინოს პრეზიდენტის პრესსამსახურმათქო, ან რომელიმე კადრზე მეტყვიან არ ჩასვაო, მაგრამ ესეც არ მომხდარა.

რაც შეეხება კონკრეტულ განსხვავებებს, 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მესაუბრებოდა იმაზე თუ რას გააკეთებდა, ახლა კი საუბრობდა იმაზე რა გააკეთა. გუნდის წევრებზეც აბსოლიტურად განსხვავებული კუთხით ისაუბრა.

გარდა ამისა, წინა ინტერვიუს დროს თითქოს მონოლოგით საუბრობდა, ახლა კი დიალოგის რეჟიმი გვქონდა. თავადაც მისვამდა შეკითხვებს? მეკითხებოდა შენ რას ფიქრობ ამაზე? შენ რატომ გგონია ასე?

რაც შეეხება ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ამაზე კრიტიკულ გითხვებს ვერ დავსვამდი. გეკითხებით როგორც ჟურნალისტს რაიმე კითხვა გაგახსენდათ გადაცემის ყურებისას, რომელიც თქვენი აზრით გამომრჩა. მე, რომ პოლიტიკური გადაცემა მქონდეს კიდევ უფრო მეტ კითხვას დავსვამდი, მაგრამ უფრო კრიტიკული, რომ ვყოფილიყავი ეს უკვე აღარ იქნებოდა ნანუკას შოუ, აღარ იქნებოდა გასართობი გადაცემის ფორმატი.

თუმცა იყო იქ შეკითხვები ზურაბ ადეიშვილზე, მარიკა ვერულაშვილზე, რომელთაც როგორც ჟურნალისტმა თავი ვერ ავარიდე, მე ხომ ნიუსის ჯურნალისტიკიდან მოვდივარ, პირდაპირ გასართობი გადაცემით ხომ არ დამიწყია კარიერა და ვერ შევიკავე თავი.

თუმცა მაყურებელიც ხვდება ალბათ, რომ გადაცემაში პოლიტიკოსების სტუმრობისას ყოველთვის ვცდილობ პოლიტიკური კითხვები არ დავსვა.

და ბოლოს, როგორც ჟურნალისტი ძალიან ვაფასებ იმ ნდობას რაც ამ ინტერვიუთი მოცემით გამომიცხადეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100