სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარს თბილისში 72 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩუღურეთის რაიონში ხანძარს 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მეუნარგიას ქუჩაზე მოხდა.

ცხედარი საკუთარი სახლის სამზარეულოში აღმოაჩინეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო ბრიგადა, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადები, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გააჩინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100