სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. რეჟისორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. ის სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზით რამდენიმე კვირის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მოათავსეს.

გიგა ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა.
ქართველი რეჟისორი რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ის 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 1996 წელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100