სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, "კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. თუმცა, ვიდრე სასამართლო არ იქნება, წინასწარ არაფერი უნდა ვამტკიცოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურად დევნად შეფასება გაუჭირდება, რადგან ეს არგუმენტი ძალიან სუსტია.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას, ივანიშვილი აღნიშნავს: „სამწუხაროა, თუ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100