სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარესიშვილი: ხვედელიძის გირაო ჩემთვის დაცინვაა

მსგავსი ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც არ ხდებოდა-ამის შესახებ განცხადება გიორგი ფარესიშვილმა ხვედელიძისთვის გირაოს შეფარდების ფაქტზე „პირველ რადიოსთან“ გააკეთა. „მსგავსი ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც არ ხდებოდა.

პიროვნება პირდაპირ აღიარებს,რომ მან ეს გამიკეთა შურისძიების მიზნით და რატომ არის გამორიცხული,რომ მან ჩემი მისამართით ფიზიკური ანგარიშწორება განახორციელოს. ეს არის დაცინვა საზოგადოების“-აცხადებს ფარესიშვილი. გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, ხვედელიზის საქმესთან დაკავშირებით პროცედურული დაღვევებიც ფიქსირდება.
შეგახსენებთ,რომ გელა ხვედელიძს ადვოკატრმა 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შესახებ სასამართლომ არ გაიზიარა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს გადახდისთანავე დატოვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100