სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად რვა ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ცეცხლის ჩაქრობას ნაფარეულისა და თელავის სახანძროს სამი ბრიგადა ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებზე მომხდარმა მოკლე ჩართვამ გამოწვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. ზურაბ ყურაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დროებითი თავშესაფრებით დააკმაყოფილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100