სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა

ინგლისის ყოფილი პრემიერ მინისტრი, რკინის ლედიდ წოდებული მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა.

ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 1925 წელს დაიაბადა. 1979-90 წლებში ის გაერთიანებული სამეფოსპრემიერ-მინისტრი გახლდათ.

ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა არჩეული კურსის გადაუხრელად გატარების გამო „რკინის ლედი“ შეარქვეს. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. 1990 წელს დატოვა პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100