სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსაფრთხოების ბალიშმა მობილური სასიკვდილო იარაღად შეიძლება აქციოს

ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონით საჭესთან სარგებლობის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი არგუმენტი მოიტანეს. მათ გამოარკვიეს, რომ ტექსტური შეტყობინების აკრეფისას უსაფრთხოების ბალიშის გახსნას მრავალი ტრამვა ან სიკვდილიც კი შეიძლება მოჰყვეს

ჯგუფმა პოლ ჰინტონის (Paul Hinton) ხელმძღვანელობით 308 ავარია გააანალიზა, რომლებიც დალასში 2011 წელს მოხდა, და რომლებშიც ერთ-ერთი დამნაშავე მობილური ტელეფონი იყო. ტრამვების დიდი რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც მძღოლებს აღენიშნებოდათ, მათი აზრით იმის გამო მოხდა, რომ გააქტიურებული უსაფრთხოების ბალიში მობილურ ტელეფონს 160 კმ/სთ-ით აჩქარებდა. პოლიციელებმა თვალსაჩინო დემონსტრაციაც კი ჩაატარეს იმისა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ტელეფონი მძღოლის ხელში.

ჰინტონი ამბობს, რომ მათ ვერ შესძლეს ეპოვნათ მოხალისე და მანეკენის გამოყენება მოუხდათ. ტელეფონი ისე განათავსეს, თითქოს მძღოლი SMS-ს კრეფს, და დისტანციურად გამოიწვიეს უსაფრთხოების ბალიშის ამოქმედება. პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მობილური ტელეფონი სახის ან ყელის მიდამოში ხვდებოდა, რაც უეჭველიასერიოზულ ტრამვებს გამოიწვევდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100