სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ქაშიაშვილი შეცდომაში შეიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის თანამშრომელი, დავით ქაშიაშვილი შეცდომაში შეიყვანეს. დონაძის განცხადებით, დავით ქაშიაშვილი რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, სადაც მან მისცა ჩვენება, რომ ის 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს მუშაობდა და იყო მორიგე, რაც დონაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება. დონაძის განმარტებით, დავით ქაშიაშვილი 2004 წლის ნოემბერში გადაცემა "პატრულში" საერთოდ არ მუშაობდა.

"მე არ მივიჩნევ, რომ ქაშიაშვილი ცრუ მოწმეა. ის ჩემი აზრით, შეცდომაშია შეყვანილი და ალბათ ამ შეცდომას გამოასწორებს. ქაშიაშვილი ჩვენებაში წერს, რომ 2004 წლის თებერვლიდან მუშაობდა გადაცემა პატრულში, რაც ასე არ იყო. ის ასევე წერს, რომ 24 ნოემბერის ღამეს იყო მორიგე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქაშიაშვილი ჩვენთან არ მუშაობდა, შესაბამისად ვერც მორიგე ვერ იქნებოდა. დავით ქაშიაშვილმა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 2005 წლის მარტში ან აპრილში, ჩვენ ვიძიებთ ამ დოკუმენტებს და მისი სამსახურში მიღების თარიღს უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებთ", განაცხადა დონაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100