ახალი კანონი საფრანგეთში – მდიდრების წლიური შემოსავლის 75%–ს საგადასახადო წაიღებს

საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო ბელგიის მოქალაქეობას ითხოვს. ამ ნაბიჯის გადადგმა ბიზნესმენმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფრანსუა ოლანდმა ახალი კანონის შემოღება გადაწყვიტა – ფრანგი მდიდრების შემოსავლის 75 პროცენტს ( თუ წლიური შემოსავალი 1 მილიონ ევროს აღემატება), საგადასახადო წაიღებს.

ანალიტიკოსების აზრით, ამგვარი კანონი საფრანგეთიდან მდიდრების მასიურ „გაქცევას“ გამოიწვევს.

ჟურნალ Forbes–ის მიხედვით, ბერნარ არნოს ქონებას 41 მილიარდი ევრო შეადგენს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ბელგიაში არნოს, რომელიც კომპანია Louis Vuitton–ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია, ნაკლები პროცენტის გადახდა მოუწევს.

ბელგიაში „მდიდრების გადასახდი“ შემოსავლის 50 პროცენტია. საფრანგეთში კი ამ დრომდე 41 პროცენტს შეადგენდა.

კომენტარი