სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Camex.ge - ამანათებისა და კომერციული ტვირთების ავიაგადაზიდვები ყველაზე დაბალ ფასად

„თქვენი პარტნიორი ცაში“ - ამ სლოგანით ქართულ ბაზარზე მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანია Silkway Airlines-ის წარმომადგენლობა „კამარა ექსპრესი“ შემოვიდა. „კამარა ექსპრესი“ იგივე Camex.ge ( www.camex.ge) ქართველ მომხმარებელს საფოსტო გზავნილების, ამანათების და კომერციული ტვირთების ავიაგადაზიდვებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის ამერიკიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან ყველაზე დაბალი ტარიფითა და მოხერხებული პირობებით სთავაზობს.

Camex.ge-ის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი სეთურიძემ გააკეთა.

Camex.ge, იგივე „კამარა ექსპრესი“ 2011 წლის ივნისში "საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა” დააფუძნა. "საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის“ ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ სატრასნპორტო სექტორში ინვესტირება წარმოადგენს. ცენტრი ამ სეგმენტში პროექტებს 10 წლის განმავლობაში წარმატებულად ახორციელებდა. მისი შვილობილი კომპანია Evrazia Cargo უზრუნველყოფდა ავია-ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს ყველა მიმართულებით 10 წლის განმავლობაში. სწორედ Evrazia Cargo-ს ბაზაზე შეიქმნა camex.ge.

„კამარა ექსპრესი“ არის უმსხვილესი ავიაკომპანია Silkway Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს

Camex.ge-ის გენერალური დირექტორი, გიორგი სეთურიძე: „ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ სრულყოფილი და იაფი სერვისი შუამავალი რგოლების გარეშე და უზრუნველვყოთ მომსახურების მაღალი ხარისხი. ტვირთების ტრანსპორტირებისას Camex.ge არ იყენებს სამგზავრო რეისებს, რაც ამ ბიზნესში სტაბილურობის გარანტიას იძლევა.

ჩამოგვაქვს ნებისმიერი სახის ტვირთი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. საწყობში უზრუნველყოფილია გადაფუთვის მაღალი სტანდარტები, რაც განაპირობებს ტრასნპორტირების დაბალ ფასს.

Camxe.ge ქართველ მომხმარებელს ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს. დღეიდან ვიწყებთ აქციას 11.11.11 თარიღთან დაკავშირებით - ტრანსპორტირების ფასი 1 კგ-ზე შეადგენს 11 ლარს ($6.65).“

კორპორატიული და მსხვილი კლიენტებისთვის ჩვენი პირობები შემდეგია:

40კგ–დან 200კგ-მდე ტვირთებზე 1კგ-ის ტრანსპორტირების ღირებულებაა $4.99.

200კგ-დან და ზევით წონის ტვირთებზე მოქმედებს ფასდაკლების სისტემა.

ის ფაქტორი, რომ ჩვენ ვართ უმსხვილესი ავიაკომპანიის წარმომადგენელი და ჩვენი პარტნიორები არიან ცნობილი ბრენდები CargoLux, Eurasian Cargo, Azal, გვაძლევს ტვირთებზე სრულყოფილი კონტროლის განხორციელების საშუალებას. პარტნიორებისგან კი ვსარგებლობთ მაქსიმალური ხელშეწყობით.

დარეგისტრირდით ჩვენს ოფიციალურ ვებ-მისამართზე www.camex.ge და მიიღეთ ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება საქართველოში.

წამახალისებელი აქციებისა და დამატებითი შეთავაზებების გასაცნობად ჩვენი ვებ-გევრდის გარდა შეგიძლიათ გაერთიანდეთ სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე -camex.ge (http://www.facebook.com/pages/Camexge/131122560317719).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100