სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებაში ევროპის სავაჭრო პალატა დაეხმარება

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებაში ევროპის სავაჭრო პალატა დაეხმარება. “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის“ ფარგლებში პროექტი „ისთ ინვესტი“ საქართველოს გარდა კიდევ 5 ქვეყანაში განხორციელდება. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 100 ადამიანს.

საქართველოში პროექტის ერთერთი კოორდინატორის, დამსაქმებელთა ასოციაციის შეფასებით, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის „ისთ ინვესტის“ დაწყებით ევროკავშირის ბაზრებზე გასასვლელი გზა იხსნება. ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტის განმარტებით, პროექტი ევროკომისიის ინიცირებულია და გულისხმობს ორი კატეგორიის საწარმოთა დახმარებას. პირველ კატეგორიაში შედიან საწარმოები, რომელთაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირის ქვბეყნებთან, ხოლო მეორე კატეგორია იმ საწარმოებს გულისხმობს, რომლებსაც გეგმაში აქვთ ევროკავშიროს ბაზარზე გასვლა.

პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების და სემინარების ჩატარებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო მისიებში მათ მონაწილეობას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას მათი ბიზნესის გაუმჯობესების და ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებისთვის.

დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადებით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს ისეთი სფეროებიდან როგორებიცაა აგრობიზნესი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკაა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ტექსტილი. საწარმოთა რაიოდენობა ლიმიტირებულია და ორივე კატეგორიიდან 20–20 საწარმო შეირჩევა. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ 15 სექტემბრიუსთვის შერჩეული კომპანიების ვინაობა გახდება ცნობილი. საუკეთესოებს ევროპის სავაჭრო პალატა თავად შეარჩევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100