სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (FIZ) მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მრეწველობის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა.

„ჰუალინგ ჯგუფმა“ გადაწყვიტა დაეარსებინა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქ ქუთაისში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია.

ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას გარკვეული უპირატესობები გააჩნია: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა:

  • წარმოადგენს შესანიშნავი ლოგისტიკურ ცენტრს, კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის ბაზრის გასაფართოებლად .
  • ასევე წარმოებისა და დისტრიბუციის ცენტრია, რომელიც 900 მილიონიან ბაზარზე გასვლის საშუალებას იძლევა.
  • გასათვალისწინებელია მოსახერხებელი მდებარეობა ფოთის პორტთან ახლოს.
  • გააჩნია როგორც სახმელეთო ასევე სარკინიგზო გზა კავკასიასთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპასთან;
  • აქვს საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურება და მულტიმოდალური ტრანსპორტირების შესაძლებლობები; ბიზნესის წამოწყება მარტივი და სწრაფია, გადასადახებისგან თავისუფალი გარემო ბიზნესის ოპერირებას და ეფექტურად წარმოებას უწყობს ხელს, ასევე მიმზიდველია ადამიანური კაპიტალი.


დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ქუთაისის თიზ-ის ვებ-გვერდს: www.hualingfiz.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100