პირველად საქართველოში! ტერაბანკის მობაილაპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომია

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში, ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ მობაილბანკით ინტერნეტის ხარჯის გარეშე. ტერაბანკის კლიენტი შეძლებს შეასრულოს საბანკო ოპერაციები მობაილბანკის დახმარებით, ისე რომ ინტერნეტი არ დაიხარჯოს ან მაშინაც კი, თუ მისი მეგაბაიტები ამოწურულია.

„ეს სიახლე უკვე ერთი თვეა, რაც დაინერგა. სატესტო რეჟიმში ვაკვირდებოდით მის გამართულ მუშაობას და ახლა უკვე შეგვიძლია, სიახლე მომხმარებლებსაც გავუზიაროთ,“ - განაცხადა ტერაბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, აკა სანიკიძემ.

როგორც აკა სანიკიძემ განმარტა, პირველ ეტაპზე, მობაილბანკით ინტერნეტის გარეშე ისარგებლებენ მხოლოდ მაგთიკომის სატელეფონო ქსელის აბონენტები, შემდეგ კი მათ სხვა ქსელის მომხმარებლებიც შეუერთდებიან.

ტერაბანკის მარტივი და დაცული მობილური აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, შეამოწმოთ თანხა თქვენს ანგარიშზე, გადაამოწმოთ, სად და რამდენი დახარჯეთ, გადარიცხოთ თანხა ლოკალურად, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში, გადაცვალოთ ვალუტა, გადაიხადოთ გადასახადები, აკონტროლოთ თქვენი საკრედიტო ვალდებულებები და მიიღოთ ან გააგზავნოთ შეტყობინებები.

თუ ჯერ კიდევ არ გადმოგიწერიათ ტერაბანკის მობილური აპლიკაცია, ჩამოტვირთეთ app store-დან ან play store-დან, ტელეფონის მოდელის შესაბამისად, აპლიკაცია სახელწოდებით terabank.

კომენტარი