სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს საქართველო–პოლონეთის ბიზნესფორუმი გაიხსნება

დღეს საქართველო–პოლონეთის ბიზნესფორუმი გაიხსნება. ღონისძიებას პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი გახსნიან.

ერთი დღის განმავლობაში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან, შესაბამისი სექტორების მიხედვით. პოლონეთის დელეგაციაში მყოფი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს საფინანსო, სადაზღვევო, საკვები პროდუქტებისა და ენერგეტიკის სფეროებიდან. მათი მიზანია, საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის დამყარება. ფორუმი პოლონეთის საელჩოს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება და მას სასტუმრო „მარიოტი“ უმასპინძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100