სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

„თეგეტა მოტორსი“ ბაქოში ფილიალს ხსნის!

დღეს ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნება. კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს შესთავაზებს. შოურუმში წარმოდგენილი იქნება: საბურავები, ზეთები, ფილტრები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები, სერვისის დანადგარები, ინსტრუმენტები და საავტომობილო აქსესუარები.

„თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და კომფორტული გარემო.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარ წარმომადგენლობას უცხო ქვეყანაში გახსნის.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაშ მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, კომპანია გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. ასევე „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100