მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

ჰიპერმარკეტ გორგიაში საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო  

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში 8Е1А ელმავალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა  

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ვაკანსია გამოცხადდა  

საქართველოს ბანკის უნიკალური ბარათი ბიზნესის მხარდასაჭერად  

ბევრი ფული კომპანია „ნატახტარისგან“  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
სს „ელმავალმშენებელში“ 8Е1А ელმავალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
16:43 19.10.2016

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში (მის: დ. გურამიშვილის #84) გაიმართება ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8Е1А ელმავალის პროექტის პრეზენტაცია. აღნიშნულ პროექტში სს ელმავალმშენებელთან ერთად ძირითად შემსრულებელს წარმოადგენს ჩეხური კომპანია „შკოდა ელექტრიკი“. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება და დამტკიცდა ტექნიკური დავალება ელმავლის დამზადებაზე.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ:

ü დავით გორგოძე, სს „ელმავალმშენებელის“ წარმოების დირექტორი;

ü ნიკოლოზ მანჯავიძე, სს „ელმავალმშენებელის“ გენერალური კონსტრუქტორი;

ü მამუკა ხიზანიშვილი, სს „ელმავალმშენებელის“კომერციული სამსახურის უფროსი;

ü ლადისლავ სობოტკა , „შკოდა ელექტრიკის“ ტექნიკური განვითარების დირექტორი;

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს ვიცე პრემიერი გიორგი ქუმსიშვილი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშ პერნიკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირი პრეცლიკ, ნაძლადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია, ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილ, სს „საქართველოს რკინიგზის“ “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, მედიის წარმომადგენლები და სხვები.

დღეისათვის, დასრულებულია ასინქრონული წევის ამძრავიანი 8Е1А რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავლის საპროექტო და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც განკუთვნილია სატვირთო მატარებლების 3 ათასი ვოლტის ძაბვის და 1520მმ ლიანდის სიფართის ელექტროფიცირებულ ხაზებზე სატარებლად.ელმავალს გააჩნია მაღალი წევის ძალა და 120 კმ/სთ საკონსტრუქციო სიჩქარე. 8Е1А შემუშავების პროცესში, სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ შემდეგი პრინციპებით: თანამედროვე გადაწყვეტილებები ლოკომოტივის მშენებლობაში; უსაფრთხოების დონის ამაღლება; ტექნიკური მომსახურების და შეკეთების გამარტივება; საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება.

ელმავალ 8E1A პროექტში შკოდა ელექტრიკი, სს ელმავალმშენებელთან ერთად წარმოადგენს ძირითად შემსრულებელს. შკოდა ელექტრიკი 8E1A ელმავლისთვის მიაწოდებს წევის ძრავებს, წევის გარდაქმნელებს, საკუთრი მოხმარების ამძრავების წრედების კვების კარადას, სწრაფმოქმედი ამომრთველის კარადას, ფილტრის დროსელების და საკუთარი მოხმარების ამძრავების ტრანსფორმატორების კომპლექტს, სამუხრუჭე რეზისტორებს გამაგრილებელი ვენტილატორით, წევის ძრავის გაგრილებისთვის განკუთვნილ ვენტილატორის აგრეგატებს, გამაგრილებელ კოშკს, კომპლექსურ მიკროპროცესორულ მართვის სისტემას და მონიტორს.

პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება მედიატური. მედიის წარმომადგენლები დაათვალიერებენ ქარხნის საამქროებს, მათ შორის, ამწყობ საამქროს, სადაც ხორციელდება მაგისტრალური ელმავლების აწყობა და გამოცდა, ელეტროსამანქანო საამქროს, სადაც მიმდინარეობს წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების დამზადების სრული საწარმოო ციკლი, აპარატებისა და კოჭების საამქროს, რომლიც განკუთვნილია ყველა ელექტრული აპარატების აწყობა-გამოცდისთვის, ასევე მეტალოკონსტრუქციის, ტვიფრებისა და ძრების სააქმროებს, სამრეწველო ელმავლების სააქმროს, სადაც ეკ14, 1კ15 ელმავლების და მათი კავნძების სრული აწყობა-გამოცდა, ურიკების საამქროს და სხვა. ტურის მონაწილეები ასევე მოინახულებენ ახალი ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8Е1А ელმავალის კონსტრუქციას.

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების საწარმოა საქართველოში, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, როგორც ლოკომოტივშემკეთებელი. პირველი ელმავალი მან 1957 წელს გამოუშვა. ელმავალმშენებელი ქარხანა საკავშირო შეკვეთებზე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი წარმადობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ შეკვეთებმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად კი, უკრაინიდან, საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა საწარმოო ბაზა და კვალიფიციური მუშახელი. დღემდე სულ გამოშვებულია 4500-ზე მეტი ერთეული ელმავალი და 400 ერთეულზე მეტი სამრეწველო კოქსმქრობი ელმავალი, რომლებიც წარმატებით გადიან ექპსლუატაციას რუსეთისა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, კერძოდ, უკრაინის, ყაზახეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ეგვიპტეს, ალჟირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სივრცეში. საწარმოს პოლიტიკა ხარისხის გაუმჯობესების დარგში წარმოადგენს ქარხნის მენეჯმენტის მნიშვნელოვან ფუნქციას. ხორციელდება ელმავლებისა და მისი სათადარიგო ნაწილების წარმოების ყველა ეტაპის უმკაცრესი კონტროლი. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 მოთოხვნების შესაბამისად, ხორციელდება საწარმოს საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესება. დღეისათვის სს „ელმავალმშენებელი“ წარმოადგენს თანამედროვე, დინამიურად განვითარებად საწარმოს, რომელსაც გააჩნია მძლავრი საწარმოო პლატფორმა, რაც უზრუნველყოფს ელმავლების წარმოებას და შეკეთებას დამკვეთების მოთხოვნების სრული შესაბამისობით.

„შკოდა ელექტრიკი“ შედის შკოდა ტრანსპორტეიშენის ჯგუფში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბრენდს. მისი პროდუქცია მიეწოდება მსოფლიოს 50-დე ქვეყანას. შკოდა ელექტრიკს დიდი გამოცდილება აქვს წევის ინვენტორების, წევის ძრავების და დამხმარე დანადგარების ინვენტორების დაპროექტებასა და წარმოებაში, რომლებიც განკუთვნილია ელმავლებისათვის, ტრამვაისათვის, მეტროპოლიტენისათვის, ტროლეიბუსებისთვის, ელექტროავტობუსებისთვის, შახტისა და სხვა სპეციალური მანქანებისთვის. მისი ისტორია იწყება 1901 წლიდან. შკოდა ელექტრიკის პროდუქციის მომხმარებლები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა ალსტომი, ჰიუნდაი როტემი, ბომბარდიე, ჩინეთის კომპანიები CNR და CSR, კატერპილარ ტერექსი და სხვ.შკოდა ელექტრიკის პროდუქცია სრულიად პასუხობს საიმედოობის სტანდარტებს მთელი მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რაც მომხმარებლებისთვის ინტერესს წარმოადენს.აქვს სერტიფიკატები:ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატი, ISO 14001 გარემოს, ISO 18001 მუშაობის უსაფრთხოება, IRIS სერტიფიკატიDIN EN 15085-2 შედუღების სამუშაოებიგანხორციელებული ძირითადი პროექტებია: ელმავალი E68000 თურქეთის რკინიგზებისთვის, ელმავალი NIM 109E3 გერამანიის რკინიგზებისთვის, ელექტრომატარებელი EMU 7Ev ჩეხეთის რკინგზებისთვის, მეტროს ვაგონები ჩინეთის მეტროპოლიტენისთვის, ტრამვაი და ტროლეიბუსები.

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი