სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკის ეკონომიკა შესაძლოა, „ჩაიძიროს“

თუ აშშ აგვისტოს დასაწყისში დეფოლტს გამოაცხადებს, მთავრობა პენსიონერებს პენსიების გაცემის გარანტიას ვეღარ მისცემს. ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ CBS–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ, შესაძლოა, ხაზინაში, უბრალოდ, ფული აღარ დაგვრჩეს,“ – აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

როგორც მანამდე აშშ–ის ფინანსთა მინისტრი ტიმ გაიტნერი აცხადებდა, თუ რესპუბლიკელები არ დათანხმდებიან სახელმწიფო ვალის „ჭერის“ გაზრდას, რომელმაც უკვე 17 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, აშშ დეფოლტს გამოაცხადებს.

თავის მხრივ რესპუბლიკელები არწმუნებენ პრეზიდენტს, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა საბიუჯეტო კრიზისი იქნას დაძლეული. მაგალითად, სენატორი მიჩ მაკონელი გამოდის ინიციატივით, გაიზარდოს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები, რათა პრეზიდენტს პირადად შეეძლოს სახელმწიფო ვალის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება კონგრესის გვერდის ავლით. დასავლელი ექსპერტები სენატორის ამ განცხადებას სპეკულაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემა 2 აგვისტომდე ვერ გადაწყდება, პრეზიდენტი იძულებული გახდება ნებისმიერ ზომას მიმართოს, რათა ამერიკული ეკონომიკა არ „ჩაიძიროს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100