სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკი - ოქროს ბრენდი 2015-ის სპეციალური პარტნიორი

2016 წლის 22 აპრილს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური, მეთერთმეტე ცერემონია „Golden Brand 2015“.

ღონისძიების სპეციალური პარტნიორი იყო პაშა ბანკი.

ოქროს ბრენდის დაჯილდოება 2006 წლიდან ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.

ღონისძიებას ტრადიციულად დაესწრნენ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სამთავრობო დადიპლომატიური კორპუსიდან.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ზრდას.

ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს:

- ელიტ ელექტრონიქსი

- იფქლი

- ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩერი“

- ლაბორატორია “ჩემი სახლი”

- ასპრია

- გაზ გასამართი სადგურების ქსელი „ფორმულა გაზი“

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე მეორედ პარტნიორობა გავუწიოთ ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას აძლევს ნომინანტ და გამარჯვებულ კომპანიებს მეტი წინსვლისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის,“- აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკიმ სხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა. პაშა ბანკი მდებარეობს

თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100