სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკი ფორუმის “ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა“ სპონსორია

პაშა ბანკმა 2016 წლის 8 აპრილს ტექნოპარკში გამართულ ბიზნეს ფორუმს „ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა“ გაუწია სპონსორობა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ქართულმა კომპანიებმა ბოლო დროის საინტერესო და წარმატებით განხორციელებული პროექტები წარუდგინეს.

პაშა ბანკი რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ ისეთ ღონისძიებას დაუჭირა მხარი, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას.

ბიზნეს ფორუმი მსოფლიო ბანკის, ჟურნალ Business Georgia-სა და GITA-ს (Georgia's Innovation and Technology Agency) ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა და მოიცვა ისეთისაკითხები, როგორიცაა ინოვაციების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ბიზნესში, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და გადასადგმელი ნაბიჯები.

„მუდმივი ინოვაცია ბიზნეს გარემოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და მისი ხელშეწყობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, როგორც ფორუმის სპონსორებს, წვლილი შეგვეტანა ამ პროცესში,“ - აღნიშნა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, გოგა ჯაფარიძემ.

ფორუმზე მსოფლიო ბანკის სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ბნ-მა უვე დეიჩმანმა აუდიტორიას 2016 წლის მსოფლიოს განვითარების ანგარიში წარუდგინა, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების გავლენის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ ანალიზს ემყარებოდა.

ფორუმზე ინოვაციურ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს ვისოლ ჯგუფის, ჯეოსელის, ეი-სი-თის,თიბისი ბანკისდა სხვა კომპანიების წარმომადგენლებმა.

ბიზნეს ფორუმს კომერციული, სახელმწიფო და დიპლომატიური სექტორების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 5 მილიარდ აშშ დოლარს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100