სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

iPlus ის მთელი გუნდი შეშფოთებულია, ბოლო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებით


ჩვენ, როგორც თავისუფალი საზოგადოების ნაწილი, მიგვაჩნია რომ პირადი ცხოვრება და პროფესიონალიზმი გამიჯნული უნდა იყოს! რადგან პირადი ცხვორება სრულებით არ ახდენს გავლენას ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებაში, როგორიცაა თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, იქნება ეს საჯარო მოხელე, საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, ჟურნალისტი თუ უბრალოდ მოქალაქე, ჩვენ ყველა ერთად ვართ ჩართული ქვეყნის გავითარებისა და აღმშენებლობის გზაზე, მაგრამ ამავდროულად ყველას გვაქვს ჩვენი პირადი, თუ გნებავთ ინტიმური ცხოვრება, რაც სრულებით გამიჯნულია ჩვენს საზოგადოებრივ და საჯარო ვალდებულებებისაგან, სახემწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში, რაშიც ყველა ერთად ვართ ჩართულნი!

ჩვენ, iPhone+ ის გუნდის უდიდეს ნაწილს, გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი სექსი და ინტიმური ცხოვრება
ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა ეროვნების და ასევე სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისაგან, მაგრამ პროფესიონალებისაგან, რომელნიც პასუხისმგებლობით უძღვებიან საკუთარ საქმეს!

ჩვენ, iPhone+ ის გუნდის დიდი ნაწილი, მზად ვართ, უახლოეს მომავალში თავად გადავიღოთ და გავასაჯაროოთ ჩვენი პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები, მათ შორის ტრადიციული და არატრადიციული (თუ ეს საინტერესო იქნება), რათა ხელი შევუწყოთ საზოგადოების ნაწილს, კომუნისტურ - რუსული მენტალიტეტისა და დოგმების გავლენისაგან გასანთავისუფლებლად!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100