სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„m²“-ის აქცია 10/90 - გადახდის სრულიად ახალი პირობები დანაზოგისა და სესხის გარეშე მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა ახლით შეცვალოს

თბილისი,16 თებერვალი, 2016– დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე განაცხადა გადახდის სრულიად ახალი პირობის- 10/90-ის შეთავაზების შესახებ მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა შეცვალოს ახლით. ასეთ მომხმარებელს „m²“-იბინის შეძენისას მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს.

1 მარტიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში „ოპტიმა ისანი“ და „m² იპოდრომთან 2“ დანაზოგისა და სესხის გარეშე. აქცია 10/90-ის ფარგლებში, ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა აქვს დღეს შეარჩიოს სასურველი ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში და მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიურად თანაბარი შენატანებით დაფაროს ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ი. დარჩენილი 90%-ი კი გადაიხადოს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ. ხსენებული სამი თვე მობინადრეს შეუძლია გამოიყენოს ძველი ბინის გაყიდვისთვის.

მაგალითისთვის, მას, ვისაც სურს მშენებარე საცხოვრებელ კოპლექსში „m² იპოდრომთან 2“ შეიძინოს 49,903 აშშ დოლარის ღირებულების ბინა, მარტიდან, 30 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გადაიხდის მხოლოდ 167 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში კი შესაძლებლობა ექნება გაყიდოს ძველი ბინა.

აქცია 10/90-ის ფარგლებში, გადახდის სრულიად ახალი პირობებით, დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება”, ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას ყველასათვისკიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge

-ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიისm² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m²საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100