სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

თბილისი, 30 დეკემბერი, 2015 – საქართველოს ბანკმა და Express Bank-მა განაცხადეს, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ. 2016 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი. კვირას, 3 იანვარს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სერვისცენტრების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. სატელეფონო ცენტრები არ იმუშავებს 1–ელ იანვარს, ხოლო 2 იანვარის დილის 10:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურიან მომხმარებელს.

მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1, 2 ან 3 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე მოემსახურებიან.

3 იანვრიდან Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი, ხოლო 4 იანვრიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.7%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.9%) მიხედვით (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 260 სერვისცენტრის, 703 ბანკომატისა და 2,284 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100