სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ფრესკო“ რიგით მე-8 სუპერმარკეტს გლდანში ხსნის.

დღეს 10 დეკემბერს, გლდანში, V და VI მ/რ შორის კომპანია „ფრესკო“-ს რიგით მერვე სუპერმარკეტი 3 საათზე გაიხსნება.

სუპერმარკეტი 4000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. ტერიტორიაზე განლაგებულია თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, ავტოსადგომი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.

ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით 200 სამუშაო ადგილი შექმნა, საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობამ 1700 ადამიანს მიაღწია.

„ფრესკოს“ სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.

კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონაში, ისანსა და ახლა უკვე გლდანში. „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია არის ქსელის გაფართოება მთელი თბილისის მასშტაბით და არა მხოლოდ, 2016 წელს იგეგმება “ფრესკოს“ სუპერმარკეტების გახსნა რეგიონებშიც.

„ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

ფრესკო თქვენი ცხოვრების ხარისხი !

www.fresco.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100