სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს ბანკის“დიჯიპასის მობილური აპლიკაციით სარგებლობა მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია

თბილისი, 4 დეკემბერი, 2015 –„საქართველოს ბანკმა“, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა დიჯიპასის მობილური აპლიკაციის დანერგვის შესახებ. მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დისტანციურ არხებში შესასვლელად და ამავე არხებში ოპერაციების შესასრულებლად მიიღოს დაგენერირებული კოდები უსაფრთხოდ და სწრაფად, დიჯიპასის აპლიკაციის მეშვეობით საკუთარ მობილურ ტელეფონში. აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა მობილურ ტელეფონში უნდა გადმოტვირთოს BOG DIGIPASS აპლიკაცია, სრულიად უფასოდ. BOG DIGIPASS აპლიკაციით სარგებლობას მომხმარებელი შეძლებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ როუმინგის ჩართვის გარეშე, რადგან ერთჯერადი კოდების მისაღებად ინტერნეტ კავშირი არ არის საჭირო.BOG DIGIPASS აპლიკაციით მიღებული ერთჯერადი კოდები უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ინტერნეტ ბანკით, მობილ ბანკითა და ტელეფონ ბანკით შესრულებული ოპერაციების უსაფრთხოებას და სისწრაფეს, რადგან ხსენებული აპლიკაციის მეშვეობით ერთჯერადი კოდი წამიერად გენერირდება.

BOG DIGIPASS აპლიკაციის გააქტიურება ძალიან მარტივია. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა გახსნას იგი, აირჩიოს „აპლიკაციის გააქტიურება“ და შეიყვანოს მომხმარებლის სახელი, რომელსაც იყენებს დისტანციური არხებით სარგებლობის დროს. აპლიკაციის აქტივაციის კოდის მისაღებად მომხმარებელმა ერთჯერადად უნდა დარეკოს „საქართველოს ბანკის“ სატელეფონო მომსახურების ცენტრში (2444444), ან ეწვიოს ნებისმიერ სერვისცენტრს, ან ინტერნეტბანკს (www.ibank.ge; www.eonline.ge), ან გამოიყენოს დიჯიპასის მინი მოწყობილობა. მიღებული ერთჯერადი კოდის შესაბამის ველში შეყვანის ასაპლიკაცია გააქტიურდება.

გააქტიურებული BOG DIGIPASS აპლიკაციით ერთჯერადი კოდის მიღებაც ძალიან მარტივია. მომხმარებელმა უნდა გახსნას აპლიკაცია, დააჭიროს „ერთჯერად კოდს“ და ეკრანზე გამოჩნდება კოდი, რომლის გამოყენების ვადა 3 წუთია. BOG DIGIPASS აპლიკაციით კოდების მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გარდა ამისა, მომხმარებელს აღარ მოუწევს მინი მოწყობილობის თან ტარება, რადგან აპლიკაცია მობილურში ექნება გადმოწერილი.BOG DIGIPASS აპლიკაციის გადმოწერა შეუძლია iPhone-ის მფლობელს, თუ დარეგისტრირებულია App Store-ის მომხმარებლად, ასევე Android-ის მფლობელს, თუ დარეგისტრირებულია Google Play-ს მომხმარებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.sb.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.0%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 33.4%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.6%) მიხედვით (2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 246 სერვისცენტრის, 685 ბანკომატისა და 2,284 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100