სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზედაზენი“ კვლავ ჟურნალისტების რჩეული კომპანიაა

26 ნოემბერს, "ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" მე-16 ტრადიციულ ბიზნეს-რეინტინგში გამარჯვებულ 2014-2015 წლის კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

“ჯორჯიან თაიმსის” და “გორბის” ხელმძღვანელებმა სხვადასხვა ნომინაციებში 2014-2015 წლის გამოვლენილი საუკეთესო კომპანიები, კვლევების პირობები, შედეგები და წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი გამოავლინეს.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა. ახალი საინვესტიციო პროექტები, ახალი საექსპორტო ბაზრები, კრეატიული მარკეტინგი და ხარისხის ნიშანი“ და წლის „ჟურნალისტების რჩეული“.

„მადლობას ვუხდი ყველა ჟურნალისტს, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში და თავის დამოკიდებულება ასე გამოხატა ჩვენი კომპანიის მიმართ. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა “ჯორჯიან თაიმსს” და “გორბის” ღონისძიების უნაკლო ორგანიზებისთვის. - განაცხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ. მისივე თქმით აღნიშნული სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ბიზნესისთვის და სასიხარულოა, როცა ერთდროულად კომპანია ორ ნომინაციაში ხდება გამარჯვებული.

პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დაახლოება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100