სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”მწვანე ბუდაპეშტმა” 1 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

2015 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსი “ მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ 300 სტუმარს შორის იყვნენ სამთავრობო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერი, ვაკე-საბურთალოს გამგებელი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები, ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები. ღონისძიება კომპლექსის მომავალი მობინადრეებისთვის იყო გამიზნული, ამიტომ ყველაზე საპატიო სტუმრები სწორედ ისინი იყვნენ.

ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს სიტყვით მიმართა “მაქრო ქონსთრაქშენის “ გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა მურათ ავჯიმ, თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა.
ბატონმა მურათ ავჯიმ თავის გამოსვლაში ისაუბრა კომპანიის პრიორიტეტებზე და გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ “ მაქრო ქონსთრაქშენი” კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და შემდეგი მსხვილმასშტაბიანი პროექტი იქნება საცხოვრებელი უბანი, რომლის ასაშენებლადაც კომპანია 160 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ “მწვანე ბუდაპეშტის” შოუ რუმი, ავეჯის სალონი, რომელიც "მაქრო ქონსთრაქშენის" მიერ აშენებულმა ქარხანა “ბელისამ” წარმოადგინა.

საღამოზე კომპანიამ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზით გაახარა "მწვანე ბუდაპეშტის" მომავალი მობინადრეები. კომპანიამ მომავალი მობინადრეები საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრა.
მთელი ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ ცოცხალი მუსიკით. საღამოს დასასრულს გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენმა” თავის მომავალ მობინადრეებს სასიამოვნო და საჩუქრებით სავსე საღამო აჩუქა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100