სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა „Citi”-ს მეშვეობით ვაჭრობის ფინანსირებისთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თბილისი, 12 აგვისტო, 2015 — საქართველოს ბანკმა, ქვეყანაში წამყვანმა ბანკმა, განაცხადა „Citi”-ს მეშვეობით 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ერთ წლიანი ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის. ხსენებული დაფინანსება არის მეორე შემთხვევა საქართველოში ამ ტიპის ფინანსური რესურსის მოზიდვის. პირველი მსგავსი რესურსი „Citi“-ს მეშვეობით შარშან, ასევე საქართველოს ბანკმა მოიზიდა.

„საქართველოს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ბანკია ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებელთა სოლიდური ბაზით. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შედგა თანამშრომლობა „Citi“-სა და საქართველოს ბანკს შორის, ჩვენი კლიენტების საჭიროებების შემდგომი მხარდაჭერისა და ბანკის კონკურენტული უპირატესობის გამყარების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო „Citi“-ს თანამშრომლობისთვის და მივულოცო ჩვენი ვაჭრობის ფინანსირების გუნდს ტრანზაქციის წარმატებით დასრულება“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მურთაზ კიკორიამ.

„Citi-ი მოწოდებულია მიაწოდოს მის მომხმარებელს ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო საშუალებები. საქართველოს ბანკისთვის ხსენებული რესურსის მოზიდვისას, ჩვენ შევძელით მაღალპროფესიონალური, ექსპერტული პარტნიორობის განვითარება და ბანკისთვის ვაჭრობის ფინანსირების შეუდარებელი გადაწყვეტის უზრუნველყოფა,“ განაცხადა ანურაგ შოდარიმ, „Citi“-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების დისტრიბუციის გლობალურმა ხელმძღვანელმა.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.9%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

„Citi”-ს შესახებ”:

„Citi”-ი ემსახურება 100 მილიონ მომხმარებელზე მეტს, 40 ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძველი ფინანსური ინსტიტუტია, 200 წელზე მეტი ხნის ისტორიით. „Citi”-ი თავაზობს ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სფექტრს, მათ შორის სამომხმარებლო, საკრედიტო, კოპრორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, ასევე საბროკერო, გადარიცხვებისა და დაგროვილი ქონების მართვის სერვისებს. „Citi”-ს მისიაა, იყოს სანდო პარტნიორი და შეთავაზოს მის მომხმარებელს ფინანსური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ზრდასა და ეკონომიკურ პროგრესს. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესი ძირითადი ნაწილია „Citi”-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების ბიზნესის, რომელიც, თავის მხრივ, „Citi”-ს ინსტიტუციონალური კლიენტების ჯგუფის მიმართულებაა. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესის უპირატესობა, მისი მსოფლიო მასშტაბით მუშაობა და ადგილობრივი პარტნიორობის არსებობაა, რისი მეშვეობითაც ის ემსახურება კორპორაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო სექტორს მსოფლიოს გარშემო. „Citi”-ს ვაჭრობის ექსპერტები აწვდიან მომწოდებლებს, მყიდველებსა და ფინანსურ ინტიტუტებს მთელს მსოფლიოში საუკეთსო შეთავაზებებს დაწყებული რისკის თავიდან აცილებითა და ფინანსირებით, დასრულებული მიწოდების ქსელისა და სამუშაო კაპიტალის გაუმჯობესების, ვაჭრობისა და ნაღდი ფულის მოძრაობის, ასევე ვაჭრობის აქტივობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების საშუალებებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100